საქართველოს ხელისუფლებასა და „ბიბისი’’-ს შორის დავა გრძელდება - საქმე უკვე მესამე საჩივრის ეტაპზე გადადის.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული მხარე დიდ ბრიტანეთში სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს და ახალ, უკვე მესამე საჩივარს ამზადებს. მისივე თქმით, გავლენიანი მედიასაშუალების წინააღმდეგ პროცედურა ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა მოლოდინი, რომ მაუწყებელი საკუთარ შეცდომას აღიარებს, არ არსებობს. საქმე ეხება სიუჟეტს, რომელიც BBC-მ გაავრცელა, რომლის თანახმად, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.