სასტუმრო „პარაგრაფში“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები გურიის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილიც. დიალოგის მოწოდება; პოლარიზაციის დაძლევა და სამშობლოს სიყვარული - ის მთავარი აქცენტებია, რაზეც ცოტნე ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა.