დაცვის მხარის დასკვნით სიტყვის დროს მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. ჯანგველაძის ახლობლების გაღიზიანება ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის სიტყვამ გამოიწვია. სხდომა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.