რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი მარია ზახაროვას პასუხად ამბობს რომ საქართველო ასეთი შინაარსის განცხადებებს ყურადღებას არ აქცევს. მმართველი გუნდი ირწმუნება რომ ქართული ოცნება ყოველთვის პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ოპოზიცია კი კვლავ ფიქრობს რომ ზახაროვას მუქარანარევი განცხადება ქართული ოცნების იმ პილიტიკის დამსახურებაა, რომლის მიხედვითაც მეგობარი მტერია - მტერი კი მეგობარი! - მუქარა თუ ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ურთიერთობის დაზიანების მცდელობა - ვინ როგორ მიიღო ზახაროვას გზავნილი.