საქართველოს პარლამენტმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომას უმასპინძლა. სამდივნოს ფარგლებში დღევანდელ სხდომაში 11 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის, არ ყოფილა რუსეთი. გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ, ეს პირველი სხდომაა, რომელშიც რუსეთის დელეგაცია არ არის. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რუსეთს წევრობა შეზღუდული აქვს უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის დაწყების მომენტიდან, შესაბამისად, ის 2022 წლიდან სხდომებში არ მონაწილეობს.