ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - პრეზიდენტი ტრამპი ბევრს ლაპარაკობს - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - პრეზიდენტი ტრამპი ბევრს ლაპარაკობს

2026-04-18 17:35:41+04:00

პრეზიდენტი ტრამპი ბევრს ლაპარაკობს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თუ ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდება, მაშინ აშშ-ს „ბომბების ჩამოყრა კვლავ მოუწევს“.

„ეს პრეზიდენტი ტრამპის საუბარია. პრეზიდენტი ტრამპი ბევრს ლაპარაკობს. ის ერთსა და იმავე განცხადებაში ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ამბობს“, - აღნიშნა საიდ ხატიბზადემ.

ასევე, მისი თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

„ვიდრე ურთიერთგაგების ჩარჩოზე არ შევთანხმდებით, თარიღს ვერ დავადგენთ. არ გვსურს ისეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რომელიც წარუმატებლობისთვის არის განწირული და შეიძლება ესკალაციის მორიგი რაუნდის საბაბი გახდეს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.