ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს-პატრიარქმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა და სხვებს საკუთარ საქმეებში არ ჩარევენ.„ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ, ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ. ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ. პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება. პირველ რიგში, ღმერთთან იქნება პასუხისმგებელი და ჩვენთან, დანარჩენი ილუზიებია, ყველამ დაივიწყოს. ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, ისე არ ვართ დაძაბუნებული, რომ გარედან გვჭირდებოდეს ეს გააკეთეთ და ის გააკეთეთ. აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ და რა არა, ვინც ჩარევას დააპირებთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კათოლიკოს - პატრიარქის დაკრძალვაზე მთელი საქართველო შეიკრიბა და არც პარტიული დაყოფა იყო.„კი ცდილობდნენ ერთად არ მდგარიყვნენ, მაგრამ ჩვენთან მაინც ყველა მოდიოდა. დღეს თუ შერიგების და ერთად ცხოვრების შანსია, საქართველო ხომ უფრო გაძლიერდება. ღმერთთან ყველას ადგილია. შეიძლება პარლამენტში ჰქონდეთ 150 ადგილი, თორემ ეკლესიაში ძალიან დიდი ადგილია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.