ლუქსემბურგში 21 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების განხილვას აპირებენ - Palitra News

ლუქსემბურგში 21 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების განხილვას აპირებენ

2026-04-20 09:31:31+04:00

ლუქსემბურგში 21 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების განხილვას აპირებენ. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კრიტიკული გზავნილების მოლოდინში არიან. მათი თქმით, ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგის ნაწილია, აჩვენებს, რომ ყურადღება არ წყდება და პროცესში, კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯებიც იქნება.