თბილისში “ტრამპის ორგანიზაცია” და მისი პარტნიორები 70 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ - Palitra News

თბილისში “ტრამპის ორგანიზაცია” და მისი პარტნიორები 70 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ

2026-04-20 09:33:02+04:00

თბილისში “ტრამპის ორგანიზაცია” და მისი პარტნიორები 70 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ. ოპოზიციაში პროექტს კრიტიკულად აფასებენ და განმარტავენ, რომ დედაქალაქში ამ მასშტაბის შენობის აშენება უარყოფით შედეგს მოიტანს. ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ამერიკული პროექტი საქართველოში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი საფუძველი გახდება. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე, ხელისუფლება ანაკლიის პორტის - დასავლეთის მხარდაჭერით მშენებლობას მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. “ტრამპ თაუერ თბილისი” 70-სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენი იქნება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს დაიკავებს.