ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო - Palitra News

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო

2026-04-20 09:33:58+04:00

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე ტყის აღდგენის პროექტს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბანზე, ჭალის ტყის მასივში ხორციელდება და 65 ჰექტარ ფართობს მოიცავს. პროექტის განსახორციელებლად ტერიტორია მეტყევე სპეციალისტებმა წინასწარი დეტალური კვლევისა და სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეარჩიეს. აღნიშნული ტყის მასივი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა შინაური პირუტყვის ინტენსიური გადაადგილებისა და ძოვების შედეგად შეიქმნა დეგრადაციის საფრთხე, რამაც ბუნებრივი განახლების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დამატებით დაირგვება წითელი ნუსხით დაცული სახეობის - ჭალის მუხის 25 000 ნერგი.