კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს შეხვდა და ბაზარზე არსებული გარემო განიხილა. შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული ის გამოწვევები, რომლებიც კომპანიებს საქმიანობის პროცესში აქვთ, მათ შორის, ფიქსირებული ინფრასტრუქტურის გამოყენებისა და დაშვების, მომსახურების ფასების, ურთიერთჩართვის წერტილების, გლობალური ინტერნეტისა და მომსახურების სიჩქარეებისა თუ ხარისხის მიმართულეით. გულორდავამ რეგიონულ კომპანიებს კომისიის ხედვა გააცნო და უფრო ეფექტიანი ერთობლივი საქმიანობისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.