18 აპრილს კიევში მომხდარი თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ტერაქტად შეფასდა - Palitra News

18 აპრილს კიევში მომხდარი თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ტერაქტად შეფასდა

2026-04-20 09:36:00+04:00

უკრაინაში სამხედრომოქმედებები გრძელდება — რუსეთის მხრიდან ინტენსიური საჰაერო შეტევები კვლავ იწვევს მსხვერპლსა და ინფრასტრუქტურის დაზიანებას. საომარი მოქმედებების ფონზე კი - 18 აპრილს კიევში მომხდარი თავდასხმა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, ტერაქტად შეფასდა. მომხდარი ე.წ. ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო, უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევგენი ჟუკოვმა თანამდებობა დატოვა. თემასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ვოლოდიმირ ზელენსკი მომხდარში რუსეთის მონაწილეობასაც არ გამორიცხავს. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი კვლავ მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს და უკრაინა თავდაცვას საერთაშორისო მხარდაჭერით აგრძელებს.