თბილისის წიგნის ბაზრობა 2026 - Palitra News

თბილისის წიგნის ბაზრობა 2026

2026-04-20 10:22:20+04:00

თბილისის წიგნის ბაზრობა 2026 - "დილის პალიტრის" სტუმრები არიან საქართველოს წიგნის ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე ნატო ალხაზიშვილი და გამომცემლობა "პოლინომიალის" რედაქტორი ია ვეკუა.

თბილისის წიგნის ბაზრობა 2026

წიგნებით თავისუფლებისთვის თარიღი: 2026 წლის 23-26 აპრილი ადგილი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი ორგანიზატორი: საქართველოს წიგნის ასოციაცია 23-26 აპრილს საქართველოს წიგნის ასოციაცია, ტრადიციულად, თბილისის წიგნის ბაზრობაზე გიწვევთ. 23 აპრილს თბილისის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებსა და მკითხველებს.

23 აპრილს ოფიციალური ბაზრობის ოფიციალურ გახსნაზე ხელი მოეწერება ისტორიულ მემორანდუმს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც გამომცემლებსა და წიგნის გამავრცელებლებს შორის ახალ, გამჭვირვალე ეთიკურ სტანდარტს დაამკვიდრებს. „წიგნების ავტორიზებული გავრცელების შესახებ” დეკლარაციაზე ხელმოწერაის შემდეგ გაიმართება დარგობრივი დისკუსია თემაზე: „კონტრაფაქციული გამოცემები“.

23-26 აპრილს ექსპო ჯორჯიაში დაგხვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, ახალი წიგნები, რომლებსაც პირველად სწორედ აპრილის წიგნის ბაზრობაზე შეხვდებით, გრანდიოზული ფასდაკლება, რომელსაც მთელი წელი ელოდით და როგორც ყოველთვის, მრავალფეროვანი ლიტერატურული თუ საზოგადოებრივი პროგრამა. წიგნებთან ერთად, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები, პოსტერები და ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქსესუარი.

„წიგნებით თავისუფლებისთვის” - თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი გზავნილია და წელსაც, სწორედ ამ იდეის გარშემო ერთიანდებიან წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და მკითხველები.ემოქმედებასა და განათლებას აერთიანებს.

გამოფენა-გაყიდვის, ლიტერატურული პროგრამისა და მრავალფეროვანი საბავშვო აქტივობების პარალელურად, პირველად წიგნის ბაზრობის ისტორიაში მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე მოზარდებისთვის: „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“. სტენდის მიზანია, წიგნის ფესტივალის სტუმრებს შესთავაზოს გამოცდილება, რომელიც ლიტერატურას, თამაშს, შემოქმედებასა და განათლებას აერთიანებს.

სივრცე ახალგაზრდებს თანამედროვე სამყაროში კითხვის ახლებურად გააზრებაში დაეხმარება. დღეს კითხვა მხოლოდ წიგნის კითხვა აღარაა, ის ინფორმაციის გააზრება, გადამოწმება და მისი გაცნობიერებული გამოყენებაა.

ლიტერატურული პროგრამა და შემეცნებითი აქტივობები

ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილი დატვირთული ლიტერატურული პროგრამა ოთხ სხვადასხვა სივრცეში რამდენიმე მიმართულებას გააერთიანებს:

● მთავარი სცენა: წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან

● მცირე სცენა: მსახიობები ლიტერატურისთვის, ილიაუნი განათლებისთვის

● საბავშვო სივრცე: ზღაპრების კითხვა, ვორქშოპები, შემეცნებითი აქტივობები, სამაგიდო თამაშები

ახალგაზრდული სივრცე: შემოქმედებითი ვორქშოპები, წერის მასტერკლასები, შემეცნებითი აქტივობები ციფრულ უსაფრთხოებასა და მედიაწიგნიერებაზე

26 აპრილს, წიგნის ასოციაციისა ონლაინ პლატფორმა AT.GE-სთან პარტნიორობით პროექტი „წერილები თავისუფლებისთვის“ ციფრული სივრციდან წიგნის ბაზრობის მთავარ მცირე სცენაზე გადაინაცვლებს.

თანამედროვე ქართველი მწერლები საჯაროდ წაიკითხავენ იმ წერილებს, რომლებიც პოლიტპატიმრებისთვის დაიწერა. ეს არის სოლიდარობის აქტი, სადაც ლიტერატურა ხდება ხმა მათთვის, ვისი თავისუფლებაც დღეს შეზღუდულია.

სადაც სინათლეა - “სინათლე მედია” თბილისის წიგნის ბაზრობაზე

„სინათლე მედია" დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ამჯერად თბილისის წიგნის ბაზრობაზე ინტერაქციულ სივრცეს ქმნის, სადაც არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. სადაც სინათლეა, იქ მკითხველს შეუძლია მედიას პირისპირ შეხვდეს და ჩაერთოს თავისუფალ საუბრებში, ითამაშოს ინტერაქციული თამაშები, გააზიაროს მისთვის მნიშვნელოვანი თემები, რომლის ნახვაც მედიაში სურს, ისაუბროს ღია მიკროფონთან და ადგილზევე გახდეს სინათლე მედიის მხარდამჭერი

ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის

მიმდინარე “განათლების” რეფორმა, რომელიც უდიდესი საფრთხეა როგორც განათლების ხელმისაწვდომობის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, სწორედ ამიტომ, წიგნის ბაზრობის მცირე სცენაზე საქართველოს წიგნის ასოციაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ შეხვედრების ციკლს: "ილიაუნი განათლების თავისუფლებისთვის". რატომ არის ილიას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები გამორჩეული, იქნება ეს ფილოსოფია, ლიტერატურათმცოდნეობა, გამოყენებითი ენათმეცნიერება, სამართალი, არქიტექტურა თუ ეკოლოგია. როგორ ასწავლის და რას სთავაზობს ილიაუნი ამ დარგების შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს. რატომ უნდა ჰქონდეს განათლებაზე უფლება ყველას, ვისაც ცოდნის შეძენის სურვილი აქვს - ილიაუნის პროფესორები წიგნის ბაზრობის სტუმრებთან ამ თემებზე ისაუბრებენ და შეეხებიან იმ გამოწვევებსაც, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა უმაღლესი განათლების სისტემა მიმდინარე ცვლილებების ფონზე.

თბილისის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია. ორგანიზაცია 2025 წლის თებერვალში დაარსდა და უკვე 28 დიდ თუ მცირე გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიას აერთიანებს. დამოუკიდებელი გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით — დაიცვან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრიისა და ლიტერატურული პროცესების განვითარებას. როგორც 2025 წელს, წლევანდელი თბილისის წიგნის ბაზრობაც იმკითხველსა და წიგნის ინდუსტრიის სექტორის წარმომადგენლებს ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ გააერთიანებს.

პარტნიორები და მხარდამჭერები:

თბილისის წიგნის ბაზრობის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

ბაზრობის პარტნიორია პოლონეთის ინსტიტუტი თბილისში. პროექტი მხარდაჭერილია გაეროს მოსახლეობის ფონდის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მეირ.

ბაზრობის ახალგაზრდული სივრცის წარმდგენია ესტონეთის საელჩო საქართველოში. ბაზრობის სპონსორები არიან: ზუმერი, ჯიპიაი ჰოლდინგი, Extra.ge და wize.ge საქართველოს წიგნის ასოციაცია

საკონტაქტო პირი: თეკლა ქველაძე tbilisibookfair2025@gmail.com +995 593 197 219 Tb