ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - რა მოლოდინებია მინისტერიალამდე - Palitra News

ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - რა მოლოდინებია მინისტერიალამდე

2026-04-20 12:37:55+04:00

საქართველოში არსებული ვითარება საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. ეს იქნება პირველი მინისტერიალი,უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ქართველი ოპოზიციონერები ვარაუდობენ, რომ უნგრეთის განახლებული პოლიტიკური დინამიკა დადებით გავლენას იქონიებს საქართველოზე, მათ შორის, ევროპული კავშირის საერთო სასანქციო პოლიტიკის ბედის განსაზღვრის კუთხით. ქართული ოცნება კვლავ ევრობიუროკრატებზე საუბრობს და ბრიუსელს უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. რას უნდა ველოდოთ ხვალინდელი მინისტერიალისგან?