„სისტემური წამება და კოორდინირებული პრაქტიკა“ - რას ამტკიცებს საია სტრასბურგში? - Palitra News

„სისტემური წამება და კოორდინირებული პრაქტიკა“ - რას ამტკიცებს საია სტრასბურგში?

2026-04-20 12:45:37+04:00

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარედგინა საიას საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საჩივარი გაგზავნილია 4 მომჩივნის სახელით. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა.