ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია თბილისში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, “ტრამპ თაუერის” აშენებას გეგმავს. ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, 70-სართულიანი პრემიუმ კლასის ცათამბჯენი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომთან) ახლოს უნდა აშენდეს. როგორც ცნობილია აღნიშნული ცათამბჯენი იქნება მრავალფუნქციური, დინამიური დანიშნულების ცენტრი, რომელიც მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებსა და მსოფლიო დონის რესტორნებს გააერთიანებს. რა ბენეფიტებს მოუტანს საქართველოს შესახებ აღნიშნული პროექტი?