სტრასბურგში გაგზავნილი საქმე - რას ედავება საია საქართველოს ხელისუფლებას - Palitra News

სტრასბურგში გაგზავნილი საქმე - რას ედავება საია საქართველოს ხელისუფლებას

2026-04-20 15:38:27+04:00

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა საჩივარი. რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ სისტემურ წამებას შეეხებას. არასამთავრებო ორგანიზაცია ითხოვს სტრასბურგის სასამართლომ შეაფასოს კონკრეტული მიხლების დარღვევა, ესენია - წამების, დისკრიმინაციის აკრძალვა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების უფლება. საიაში აცხადებენ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი პირებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა და პოლიციის კორდონს მიღმა, კამერებისგან მოშორებით კიდევ უფრო მძიმედ უსწორდებოდა. საქართველოს ხელისუფლება ბრალდებებს უსაფუძვლოდ უწოდებს და მიიჩნევს, რომ აქციების დროს სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. მერაბ პაპაშვილი მოგვიყვება რას ითხოვს საია და რატომ არის სარჩელი მიკრძოებული ხელისუფლებისთვის.