ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლო-ში - ვის აკრძალვას ითხოვს მმართველი გუნდი - Palitra News

ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლო-ში - ვის აკრძალვას ითხოვს მმართველი გუნდი

2026-04-20 15:46:01+04:00

"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელოს“ გვერდით ასაკრძალი პარტიების სიას პარტია "ფედერალისტებს" ამატებს. ამდენად, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს უკან გამოითხოვს და ახალი სარჩელის საფუძველზე ახლა უკვე 4 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპაშვილმა განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკორექტირება მას მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2026 წლის 2 მარტს ოპოზიციურმა პარტიებმა "ოპოზიციური ალიანსის" შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხის გააქტიურებით "ქართული ოცნება" ნამდვილი პრობლემების გტადაფარვას ცდილობს. შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" წინაასარჩევნო დაპირების სისრულეში მოყვანას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას?