საქართველოს ხელისულფების შეფასებით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტი წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ, ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, დონალდ ტრამპის და მისი კომპანიის საქართველოში შემოსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა და ის ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია.ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანია თბილისში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, “ტრამპ თაუერის” აშენებას გეგმავს. ოფიციალური პრეს-რელიზის მიხედვით, 70-სართულიანი პრემიუმ კლასის ცათამბჯენი ცენტრალურ პარკთან (ყოფილი იპოდრომთან) ახლოს უნდა აშენდეს. როგორც ცნობილია აღნიშნული ცათამბჯენი იქნება მრავალფუნქციური, დინამიური დანიშნულების ცენტრი, რომელიც მდიდრულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სავაჭრო ობიექტებსა და მსოფლიო დონის რესტორნებს გააერთიანებს. ხედავს თუ არა ოპოზიცია იმავე ბენეფიტებს, რაზეც ხელისუფლება საუბრობს ? თემაზე ცოტნე შაორშაძე მუშაობს