„ქართული ოცნება“ ოპოზიციური ძალების აკრძალვის მოთხოვნას აფართოებს და სიაში კიდევ ერთ პოლიტიკურ პარტიას ამატებს - Palitra News

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური ძალების აკრძალვის მოთხოვნას აფართოებს და სიაში კიდევ ერთ პოლიტიკურ პარტიას ამატებს

2026-04-20 21:04:33+04:00

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური ძალების აკრძალვის მოთხოვნას აფართოებს და სიაში კიდევ ერთ პოლიტიკურ პარტიას ამატებს. ახალი სარჩელი 4-ი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს - მათ შორისაა პოლიტიკური გაერთიანება „ფედერალისტები“. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ალიანსის შექმნა გადაწყვიტეს. ხელისუფლების ოპონენტები ამ პროცესს პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამით რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს.