საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ გააქტიურდა - Palitra News

საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ გააქტიურდა

2026-04-20 21:06:16+04:00

საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ გააქტიურდა - ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბევრ სხვა საკითხთან ერთად, სწორედ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც იმსჯელებენ. მინისტერიალი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან ეს იქნება პირველი შეხვედრა უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ქართული ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია შესაძლოა საქართველოსთვის პოზიტიური აღმოჩნდეს, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებშიც. მმართველი პარტია კი კვლავ ბრიუსელს აკრიტიკებს და მის დამოკიდებულებას უსამართლოდ მიიჩნევს. დისკუსიის მთავარი ინტერესი კი ისაა, თუ რა გავლენას მოახდენს მინისტერიალი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყნის შიგნით.