საია-მ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელიც 2024 წლის ბოლოს დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლო სისტემურ ძალადობას ეხება - Palitra News

საია-მ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელიც 2024 წლის ბოლოს დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლო სისტემურ ძალადობას ეხება

2026-04-20 21:06:57+04:00

საია-მ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელიც 2024 წლის ბოლოს დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლო სისტემურ ძალადობას ეხება. ორგანიზაციამ რამდენიმე ფუნდამენტური უფლების დარღვევის შეფასება მოითხოვა - კერძოდ, წამების აკრძალვა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შეკრების თავისუფლება და საკუთრების დაცვა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეებს საფუძვლის გარეშე აკავებდა, ფიზიკურად უსწორდებოდა და კამერებისგან მოშორებით უფრო მძიმედაც ეპყრობოდა. „ქართულ ოცნებაში“ ამ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველები აქციების დროს კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.