პოლარიზაციის მიზეზებზე განსხვავებული ხედვები ისევ პოლიტიკურ დაპირისპირებას ამწვავებს. როგორც ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, ქვეყანაში არსებული დაძაბულობა ხელოვნურადაა შექმნილი და გამოსავალს დიალოგსა და დებატებში ხედავს. მისივე შეფასებით, სხვადასხვა პოზიციის მოსმენა კრიზისის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა. ოპოზიცია ამ მიდგომას არასაკმარისად მიიჩნევს და რეალურ ნაბიჯებს ითხოვს, მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულებასა და დაკავებული მოქალაქეების საკითხის გადაწყვეტას. მათივე აზრით, მხოლოდ განცხადებები ვერ შეცვლის არსებულ ვითარებას. მთავარი კითხვა ისევ რჩება - შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და რა გზით უნდა მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.