სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ერთი უცხო ქვეყნის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა - Palitra News

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ერთი უცხო ქვეყნის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა

2026-04-20 21:11:43+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ერთი უცხო ქვეყნის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა.სუს-ის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ჩაატარეს. დაკავება ბათუმში განხორციელდა.გამოძიების თანახმად, დაკავებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გახდნენ და ერთგულების ფიცი დადეს, რაც ვიდეომასალაში ასახეს და ორგანიზაციის ლიდერებს გადაუგზავნეს. სუს-ის განცხადებით, ისინი მზად იყვნენ ლიდერების ნებისმიერი დავალების შესასრულებლად და საქართველოდან სხვა ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავდნენ, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს უნდა შეერთებოდნენ.სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ორგანიზაციის სიმბოლიკა და სხვა მტკიცებულებები.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.