დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი უწყვეტ პროტესტს აანონსებენ - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი უწყვეტ პროტესტს აანონსებენ

2026-04-20 21:12:20+04:00

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. როგორც თავად ამბობენ, ჯანდაცვის მინისტრთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ პრემიერ მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან იმ მედიკამენტის შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ, რაც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შეაფერხებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მედიკამენტის მიღებამდე ჯერ სპეციალური კვლევაა ჩასატარებელი.