„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ „პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება - Palitra News

„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ „პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება

2026-04-21 09:59:22+04:00

„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ "პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მათ შორის დათქმას, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. განცხადებაში, რომელსაც ალიანსმა უპასუხა, ყოფილი პრეზიდენტი კონკრეტულ სახელსა და გვარებს ან პარტიულ კუთვნილებას არ ახსენებს, თუმცა მისი თქმით, იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს რეგიონებში ჩასვლა გამოუვიდეთ, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო საკუთარი თავი კი არა, ხალხიც გულწრფელად უყვართ.