დღევანდელ მინისტერიალზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ეს იქნება პირველი მინისტერიალი, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. დღის წესრიგი მიხედვით, დაგეგმილია დისკუსები და მსჯელობა სამხრეთ კავკასიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და მათ შორის როგორც ცნობილია ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ რჩება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი. ამ საკითხებთან ერთად მინისტერიალზე განიხილება საქართველოში არსებულ ვითარება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მინისტერიალზე საქართველოს მიმართ იქნება კრიტიკული შეფასებები, ვინაიდან ქართული ოცნება არ ცვლის ქვეყნის პოლიტიკას, აქედან გამომდინარე ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ მოლოდინი რომ კრიტიკული შეხედულებები შეიცვლებოდა. ამის მიუხედავად, ქართული ოცნება რიტორიკას არ ცვლის და აცხადებენ, რომ ადგილი აქვს უსამართლო დამოკიდებულებას და ელოდებიან მორიგი შანტაჟის მცდელობას.