საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას - Palitra News

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს, რომელიც შეეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტებთან მიმართებით სისტემურ წამებას

2026-04-21 10:08:35+04:00

საია-მ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების სისტემური წამების შემთხვევებზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი წარადგინა. საია საჩივარში მიუთითებს დარღვევების მასშტაბურობასა და მიყენებულ ზიანებზე. სარჩელი 4 მომჩივნის სახელითაა გაგზავნილი. საია ამტკიცებს, რომ მომჩივნების მიმართ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. არასამთავრებო ორგანიზაცია ითხოვს სტრასბურგის სასამართლომ შეაფასოს კონკრეტული მუხლების დარღვევა.