საერთაშორისო მედია პაკისტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაკისტანში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაესწრება. პაკისტანის წარმომადგენლის თქმით, ისინი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს როგორც თეირანთან, ასევე ვაშინგტონთან. მანამდე ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს. გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ორშაბათს საღამოს გაემგზავრა აშშ-ს დელეგაცია პაკისტანის დედაქალაქში ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით. მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ირანის დელეგაცია დღეს გეგმავს მომლაპარაკებლებთან ისლამაბადში ჩასვლას. თუმცა ოფიციალურად ირანის მთავრობას აღნიშნული არ დაუდასტურებია.