პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს - Palitra News

პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება აღადგინოს

2026-04-21 10:13:50+04:00

პეტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, განაახლოს რუსული ნავთობის ტრანზიტი, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია და ამტკიცებს, რომ ახალი მთავრობა დათმობებზე არ წავა. პრესკონფერენციის დროს „ტისას“ ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, „შეასრულოს თავისი დაპირება“ და განაახლოს „დრუჟბის“ მილსადენის ექსპლუატაცია. აღნიშნული განცხადებიდან მალევე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტი, შესაძლოა, სამშაბათს განაახლოს, რაც პოტენციურად გზას გაუხსნის ევროკავშირს კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის დამტკიცებისთვის. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ნავთობის ნაკადის აღსადგენად ტექნიკური პირობები არსებობს.