2025 წელს, სტერილიზაცია/კასტრაცია 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა, ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2050 ცხოველი მოკვდა - Palitra News

2025 წელს, სტერილიზაცია/კასტრაცია 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა, ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2050 ცხოველი მოკვდა

2026-04-21 12:42:43+04:00

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია, ჯამში, 11 514 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ევთანაზია 145 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 2050 ცხოველი მოკვდა.

ამასთან, ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ, ჯამში, 17 315 მიუსაფარი ძაღლი და კატაა თავშესაფარში შეყვანილი.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში სააგენტოში 66 019 შეტყობინებაა შესული, რეაგირება განხორციელდა 20 120 შემთხვევაში, 14 709 ცხოველი კი სააგენტოს თანამშრომლებმა დაიჭირეს.

მათივე ცნობით, 2025 წლის განმავლობაში, ჯამში, 450 ძაღლი და კატა გაჩუქდა.

გარდა ამისა, სააგენტო ახორციელებს ფასიან მომსახურებასაც. როგორც სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წლის განმავლობაში გაწეულ ფასიან მომსახურებებზე ნაერთი შემოსავალი შეადგენს 99 384.6 ლარს.