ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სინდრომის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, სტაციონარული თუ კვლევითი მომსახურება.