საქართველო ევროკავშირის მინისტერიალის დღის წესრიგში - მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ და საერთო პოზიციების ჩამოყალიბებას შეეცდებიან. დაგეგმილია დისკუსები და მსჯელობა სამხრეთ კავკასიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე. მინისტერიალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის გარემოებაც, რომ იგი უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე იმართება. ყურადღების ცენტრშია საქართველოში არსებულ ვითარებაც.