„ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წელი გავიდა - Palitra News

„ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წელი გავიდა

2026-04-21 13:00:46+04:00

„ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წელი გავიდა. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველო დააფუძნა. რთული და გამოწვევებით სავსე 14 წელი და მშვიდობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ასე ახასიათებს მმართველი ძალა, განვლილ პერიოდს. საპასუხოდ, ხელისუფლების ოპონენტები, ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების ღალატში და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ.