"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს - Palitra News

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს

2026-04-21 13:02:41+04:00

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს. განახლებულ ვერსიაში იმ პარტიების ჩამონათვალი ფართოვებდა, რომელთა აკრძალვასაც ითხოვს. ამჯერად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ლელოსთან“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთად სიას პარტია „ფედერალისტებიც“ ემატება. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, გადაწყვეტილება უკავშირდება ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილ ალიანსსა და მათ მიზნებს, რომლებიც, მათი შეფასებით, კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება. პარტია "ფედერალისტების" განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" გამოავლინა სისუსტე და შიში, თუმცა პარტიაში აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოცემულობა არ იცვლება და ისე განაგრძობს პარტია მუშაობას როგორც აქამდე.