ამერიკელი კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედების შესწავლას თხოვენ. კანონპროექტის ინიციატორები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე გადადის. ოპოზიციაში კანონპროექტს საქართველოსთვის მძიმედ აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები ქმედით ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ, ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დადებითად აისახება. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში წარდგენილი კანონპროექტი აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის გადახედვას ითვალისწინებს, რაც ასევე მოიცავს სამომავლო დაფინანსების შესწავლას და იმის გადახედვას, აქვს თუ არა ქვეყანა დასავლეთთან ურთიერთობის რეალურად გადატვირთვის სურვილი.