ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის Touska-ს დაკავება დაგმეს. უწყება მოითხოვს ირანული გემის, მეზღვაურებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, საზღვაო ძალებმა გემი კვირას ომანის ყურეში დაიჭირეს, მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევას შეეცადა. ირანში ეს ფაქტი „უაღრესად საშიშ“ და „კრიმინალურ“ ქმედებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდნენ.