მიმდინარე წლის მარტში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წელთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება - Palitra News

მიმდინარე წლის მარტში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წელთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება

2026-04-21 14:06:29+04:00

მიმდინარე წლის მარტში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წელთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. საქსტატის ცნობით, 2026 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.1 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 1.8 პროცენტით. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (4.7 პროცენტი), ასევე კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (27.1პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.8 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე. 12 თვიან პერიოდში, ანუ შარშანდელთან შედარებით, ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა ისეთ სამრეწველო პროდუქციაზე, როგორიცაა სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, სადაც ფასის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე 42.8 პროცენტი-ით. ამავე პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 5 პროცენტით. ფასები გაიზარდა ასევე კვების პროდუქტებზე (7.8 პროცენტით) და სასმელებზე (6.2 პროცენტი).