ამ წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში, რაც ჯამურად მოიცავს, როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს, წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1 მილიონ 200 ათასი მოგზაური შეადგინა - Palitra News

ამ წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში, რაც ჯამურად მოიცავს, როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს, წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1 მილიონ 200 ათასი მოგზაური შეადგინა

2026-04-21 14:08:25+04:00

ამ წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში, რაც ჯამურად მოიცავს, როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს, წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1 მილიონ 200 ათასი მოგზაური შეადგინა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტი” წერს. კვლევის თანახმად, შემცირება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების წლიურად 19%-იანმა შემცირებამ განაპირობა, მაშინ როცა ზოგადად ტურისტული ვიზიტები წლიურად 4.%-ით არის გაზრდილი. „გალთ ენდ თაგარტი“ წერს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ვიზიტორები მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ისრაელი -17.5%-ით,, ირანი, საიდანაც ვიზიტორები 48.8%-ით, შემცირდა, სომხეთიდან 11.2%-იანი კლება დაფიქსირდა, ინდოეთიდან შემცირდა 29.5%-ით და აზერბაიჯანიდან 8.1%-ით.. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ეს შემცირება უმეტესწილად დააბალანსა ვიზიტორების ზრდამ ევროკავშირიდან (+30.2% ), თურქეთიდან (5.8%), რუსეთიდან (5.2%), ჩინეთიდან (48.6%), უკრაინიდან (24.5% ) და საუდის არაბეთიდან (36.6% ).