დეველოპერულ კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - Palitra News

დეველოპერულ კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2026-04-21 14:10:36+04:00

დეველოპერულ კომპანია „ზიონსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მელიქიშვილის გამზირზე, საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8.5 მლნ ამერიკული დოლარია, საიდანაც ბანკი 6 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანამშრომლობით ორი კომპანია, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ბიზნესისათვის პრემიალური სივრცეების შემნას. (უფრო ვრცლად მარიამ მაზიაშვილის სიუჟეტში)