კიასტუტის ბუდრისი სანქციებზე - დავაგვიანეთ, უკვე დავაგვიანეთ! შედეგად, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება - Palitra News

კიასტუტის ბუდრისი სანქციებზე - დავაგვიანეთ, უკვე დავაგვიანეთ! შედეგად, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება

2026-04-21 16:00:58+04:00

ევროპელი ლიდერები კვლავ საქართველოდ დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ. ცალკეული ევროპის ქვეყნები გამოდიან წინადადებით ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესოს. ამბობენ, რომ ევროკავშირმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან ნელა იმოქმედა, რის გამოც ქვეყანაში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა მინისტერიალის დაწყებამდე. ამ წუთებში ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.