საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მკვეთრად შეიზღუდა. რეპრესიულმა კანონმდებლობამ, უსამართლო სასამართლო პროცესებმა და ძალის უკანონო გამოყენებისთვის პოლიციის დაუსჯელობამ მთავრობის მიმდინარე რეპრესიები გააძლიერა, - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშში - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში“. დოკუმენტის თანახმად, მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები, ოპოზიციური ფიგურები და აქტივისტები თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, რასაც მათ წინააღმდეგ უსამართლო სასამართლო პროცესები მოჰყვა.