თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება - აინშტაინს აქვს ნათქვამი: როცა ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგებაო, ხარ სულელი! ვინც მათ უგეგმავს, აშკარად სულელია - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციურ ალიანსზე“ - ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება - აინშტაინს აქვს ნათქვამი: როცა ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგებაო, ხარ სულელი! ვინც მათ უგეგმავს, აშკარად სულელია

2026-04-21 16:10:58+04:00

„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია განმარტავს, რომ არსებული დათქმის თანახმად, არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად. საერთო განცხადება ალინსის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გაავრცელეს, რომელშიც ექსპრეზიდენტი ოპოზიციურ სპექტრზე მინიშნებით წერს: „ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და "ფეისბუქის" კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე”…რეგიონებში არსებობს მხოლოდ „ბიძინა VS მიშა და არ რჩება ადგილი თქვენთვის“. როგორც ჩანს ოპოზიციურმა ალიანსმა სააკაშილის განცხადებები პერსონალურად თავდასხმად აღიქვას.