აშშ-ის კონგრესში კანონმდებლებმა წარადგინეს ინიციატივა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში უცხო, კერძოდ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესწავლას სთხოვს - Palitra News

აშშ-ის კონგრესში კანონმდებლებმა წარადგინეს ინიციატივა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში უცხო, კერძოდ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესწავლას სთხოვს

2026-04-22 09:24:45+04:00

აშშ-ის კონგრესში კანონმდებლებმა წარადგინეს ინიციატივა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში უცხო, კერძოდ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების შესწავლას სთხოვს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება მეტოქე ძალების ორბიტისკენ გადაადგილდება. ოპოზიციაში ამას სერიოზულ სიგნალად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ამერიკის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები პროცესებზე დადებითად აისახება. ხელისუფლებაში კი მიიჩნევენ, რომ მათ და ტრამპის ადმინისტრაციას საერთო ღირებულებები აკავშირებს და კრიტიკა უსაფუძვლოა.