„ქართული ოცნება“ 4 ოპოზიციური ძალის აკრძალვას ითხოვს - Palitra News

„ქართული ოცნება“ 4 ოპოზიციური ძალის აკრძალვას ითხოვს

2026-04-22 09:28:03+04:00

„ქართული ოცნება“ ამჯერად უკვე 4 ოპოზიციური ძალის აკრძალვას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელი „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ და ამ სიაში ახლად დამატებულ პოლიტიკურ გაერთიანებას - „ფედერალისტებს“ ეხება. ოპოზიციაში ამ ნაბიჯს ხელისუფლების სისუსტისა და შიშის გამოვლენად აფასებენ და მუშაობის გაგრძელებას აცხადებენ. მმართველ პარტიაში კი გადაწყვეტილებას ოპოზიციური ალიანსის მიზნებით ხსნიან, რომლებიც, მათივე შეფასებით, კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება.