დიუშენის დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები კვლავ პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან ზედიზედ მე-2 ღამე გაათენეს - მძიმე დაავადების მქონე ბავშვების ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ელიან. ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ მოთხოვნილი პრეპარატი ევროპაში ავტორიზებული არ არის და მისი ეფექტიანობა დადასტურებული არაა. მშობლები კი აღნიშნავენ, რომ საუბარი მხოლოდ ერთ წამალზე არ უნდა შემოიფარგლოს - ისინი დამატებით რამდენიმე მედიკამენტის დაფინანსებასაც ითხოვენ.