ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინს ბელარუსისა და რუსეთის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
ანდრეი სიბიგას ცნობით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის მასპინძლობის თხოვნით კიევმა თურქეთს მიმართა.
„ამის შესახებ თურქებს ვთხოვეთ, თუმცა სხვა დედაქალაქებსაც ვთხოვეთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე, სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა თანახმაა შეხვედრის ორგანიზება ბელარუსისა და რუსეთის გარდა ნებისმიერ ადგილას მოხდეს.
„თუ სხვა ქვეყნის დედაქალაქი, რუსეთისა და ბელარუსის გარდა, მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას დაგეგმავს, ჩვენ იქ ჩავალთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სიბიგამ.