კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი - Palitra News

კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი

2026-04-22 12:57:38+04:00

ევროკავშირი კვლავ ითხოვს საქართველოს პოლიტიკური კურსის გადახედვას. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების ნიშნები არ ჩანს და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთიანი გზავნილი გააჟღერეს - საქართველომ კურსი უნდა შეცვალოს. ოპოზიციაში ამ კრიტიკას ბუნებრივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დათმობების გარეშე სანქციების გამკაცრებაა მოსალოდნელი. მმართველ გუნდში კი ოფიციალური ბრიუსელის პოზიციას უსამართლოდ მიიჩნევენ და საკუთარ პოლიტიკურ ხაზს უცვლელად იცავენ.