"ოპოზიციურ ალიანსში" ერთპიროვნული ლიდერობის წინააღმდეგ ერთიანი პოზიცია დაფიქსირდა - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში - Palitra News

"ოპოზიციურ ალიანსში" ერთპიროვნული ლიდერობის წინააღმდეგ ერთიანი პოზიცია დაფიქსირდა - რას აცხადებენ ოპოზიციურ სპექტრში

2026-04-22 13:04:51+04:00

ოპოზიციურ ალიანსში ერთპიროვნული ლიდერობის წინააღმდეგ ერთიანი პოზიცია დაფიქსირდა. 8 პარტიამ ერთობლივად განაცხადა, რომ შეთანხმების მიხედვით, არც ერთ წევრს არ აქვს უფლება თავი ერთადერთ ლიდერად გამოაცხადოს. განცხადება მიხეილ სააკაშვილის გზავნილს მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი განმარტავენ, რომ მისი პოზიცია კონკრეტული ძალის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. ამავდროულად, „ქართული ოცნება“ ტრადიციულად აკრიტიკებს ოპოზიციურ ალიანსს და აცხადებს, რომ მასში ერთიანი ხედვა არ არსებობს.