დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - Palitra News

დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობისა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

2026-04-22 13:08:00+04:00

ოჯახის წევრის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედაზე სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.